აკრძალული ნივთები
- ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;
- ფეთქებადი ან ცეცხლსასროლი იარაღები ან მათი შემადგენელი ნივთიერებები;
- აალებადი ან სხვა საშიში საგნები (მაგალითად, სანთებელა, ტოქსიკური და ინფექციური შიგთავსის მქონე ნივთები, საახალწლოდ განკუთვნილი ასაფეთქებელი საგნები, კოროზიული, რადიოაქტიული და სხვა გაურკვეველი ნივთიერების შემცველი საგნები);
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
- სუნამო, მანიკიური, აცეტონი ან სხვა საწმენდი თხევადი საშუალებები;
- სახლისთვის განკუთვნილი საწმენდი და თხევადი საშუალებები, აეროზოლის შემცველი ნივთები, აალებადი ნივთიერება, წებოვანი ნივთიერება, კოროზიული, ამომჭმელი მასალისგან დამზადებული ნივთები და სხვა;
- ფასეული და ღირებული ნივთები: მონეტები, ბანკნოტები, ფულის ნიშნები და სხვა ძვირფასი საგნები. საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები, საგზაო ან სამოგზაურო ჩეკები, ფასიანი ქაღალდები პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ძვირფასი ნაკეთობანი ან დაუმუშავებული სახის ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაკეთობანი ან სხვა ძვირფასი ნივთები;
- ცხოველები, ფიტულები, ცხოველების ძვლები, ორგანოები და მსგავსი ნაწილები;
- მცენარეები ან მათი თესლები;
- თევზები, ჩიტები, მღრნელები, ქვეწარმავლები და სხვა.
- „აზბესტი“-ს შემცველი პროდუქცია;
- თხევადი ნივთიერებები;